წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას უნდა მოხდეს აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე. ამ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ წარადგინა. ის ცოტნე ყავლაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე უკვე დაბრუნდა.
რაც შეეხება გენერალური პროკურორის მოვალეობას - მას მოადგილე, გიორგი გვარაკიძე ასრულებს.
გენერალურ აუდიტორს კანონმდებლები სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევენ.
"პირველ ეტაპზე, იქნება საკომიტეტო მოსმენა, სადაც გენერალური აუდიტორის კანდიდატი წარდგება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე, შემდგომში უკვე სასესიოდ იქნება განხილული მისი აუდიტორად არჩევის საკითხი. გენპროკურორის მოადგილე გიორგი გვარაკიძე შეასრულებს გენერალური პროკურორის მოვალეობას, სანამ არ მოხდება კანონით დადგენილი წესით პროცედურულად ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურის საბჭოს მიერ პარლამენტისადმი წარდგენა და შემდგომ, პარლამენტში იმ პროცედურების გავლა, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.