"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში დაწყებული კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების თაობაზე იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკითხი შეეხება იმ კანონპროექტებს, რომელთა მიღებაც მნიშვნელოვანია ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე მათი მიღება წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას. მათ შორის არის: კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა - „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან ერთად; ასევე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტები; კანონპროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს.