1757593434
გარე დაკვეთისა და პროვოკაციების მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას რამენაირად მცირე შეფერხება მაინც შექმნან, რასაც ვერ მიაღწევენ, ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება - ირაკლი კობახიძე

პროვოკაციებს აქვთ ერთი მარტივი მიზეზი, რამენაირად დაბრკოლებები შეუქმნან ქვეყნის განვითარებას, თუმცა ამას ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ვითარდება და გარე დაკვეთით მოქმედი პირები მიზანს ვერ მიაღწევენ.
„ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, ჩვენი ქალაქი, სოფლები ვითარდება, მაგრამ გარე დაკვეთის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას რამენაირად მცირე შეფერხება მაინც შეუქმნან, რასაც ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა პრემიერმა.