გარე აქტორებისგან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებები და განცხადებები ვნახეთ, ამან დააზიანა არა საქართველოს, არამედ ამ ქვეყნების იმიჯი - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე გარე აქტორებისგან ბევრი უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები და განცხადებები ვნახეთ. საბოლოო ჯამში, ამან ამ ქვეყნების იმიჯი დააზიანა და არა საქართველოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  მსგავსი ჩარევები, სულ მცირე, არადემოკრატიულია და პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეეფერება.

„საბოლოო ჯამში, მსგავსი საკითხების გადახედვა ყველას მოუწევს, რადგან ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად გააერთიანა ქართული საზოგადოება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ირგვლივ. ის მშვიდობა, რომელიც ხელისუფლებამ უზრუნველყო, მიმზიდველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ირაკლი კობახიძემ გაერო-ში სწორედ ეს საკითხები გაახმოვანა და აქცენტი მშვიდობაზე გააკეთა. თუ ვინმეს არ აწყობს, რომ ქვეყანაში მშვიდობა არსებობდეს, მშვიდობას მთლიანად რეგიონში ებრძვის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.