გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევას უმრავლესობა მომდევნო სასესიო კვირაში გეგმავს

ვეტო

"ვეტო, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული," - აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, მსჯელობის გასაგრძელებლად, თეორიული შანსიც არ დატოვა, ასევე, რთულია იმის თქმა, რომ სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებების შანსს ტოვებს ვენეციის კომისიის დღევანდელი დასკვნა.

"რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ვეტო სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც, ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო. რთულია, ითქვას, რომ ეს დასკვნა, რომელსაც ჩვენ ყველანი დღეს გავეცანით, ტოვებს რაიმე შანსს, რომ გარკვეული რაციონალური და სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებები შესულიყო, რადგან ასეთი მათი მხრიდან არ არის წარმოდგენილი, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს სივრცე თავისი ვეტოთი აბსოლუტურად დახურა და ამის თეორიული შანსიც კი მოსპო," - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.