გახარია გაექცა თავის ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას, თავის გუნდს - რიმა ბერაძე

რიმა ბერაძე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ხანგრძლივი დუმილი ერთ-ერთ მედიასთან დაარღვია და დაადასტურა, რომ მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მოიპოვა.

გიორგი გახარიას ბინადრობის შესახებ, ექსკლუზიური ინფორმაცია პირველად "კურიერმა" გაავრცელა, თუმცა მაშინ ექსპრემიერის პარტია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა და "რუსთავი 2" სიცრუის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.

საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერაძის განცხადებით, გიორგი გახარია თავის ამომრჩეველსა და საქართველოს მოსახლეობას გაექცა.

"გახარია გაექცა თავის ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას, თავის გუნდს. რა თქმა უნდა, ის უნდა დალოდებოდა და გაეცა ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი, რა კითხვებიც იქნებოდა მისი მისამართით, მაგრამ აქაც ვხედავთ მის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რადგან არ სურდა ჩართულიყო პროცესებში, როგორც წინასაარჩევნოდ ხდებოდა, ისინი მაშინაც არ მიდიოდნენ მოსახლეობასთან. მიმაჩნია, რომ გახარია არ არის გულწრფელი", - განაცხადა რიმა ბერაძემ.