გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვიზიტზე საუბრისას.

„სწორედ თავისი პატრონის, დავალების მიმცემის შესაბამისად ჩამოვიდა სხვა მონებთან, სხვა ჯაშუშებთან შესახვედრად, ალბათ ახალი ინფორმაცია უნდა ჩამოუტანოს, ან გაამხნევეს, რომ მონობა და აგენტობა არცთუ ისე სათაკილო არ უნდა იყოს ერთი შეხედვით როგორც ჩანს და მათ უნდა გააგრძელონ აუცილებლად დავალებების შესრულება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ესკალაციის მართვის კონსულტანტი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.