"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
დაპირისპირება და კრიზისია გახარიას პარტიაში - მიხეილ დაუშვილის გაღიზიანება სიის ათეულში ზურაბ ადეიშვილის კადრების,ზაზა თავაძისა და ნათია მეზვრიშვილის ყოფნამ გამოიწვია. ასევე, არსებული ინფორმაციით, პარტიას დაფინანსების პრობლემები აქვს და რეგიონში ოფისები იხურება. ფინანსური კრიზისი მიხეილ დაუშვილმა დაადასტურა.
„ეს არის ჩემი გადაწყვეტილება როგორც არაერთხელ ვთქვი. მე ვრჩები პარტიაში. მიზეზებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ.
ზოგადად, ფინანსურად არ გვილხინს. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სამწუხაროდ ეს ხდება იმისთვის, რომ დღეს ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე ჩვენი პარტიაა“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.
კითხვაზე - პარტიას დაფინანსებას ხელისუფლება უზღუდავს? - ოპოზიციონერი დეპუტატი ასე პასუხობს:
„ასე გამოდის. ფაქტია, რომ ზოგადად ეს ფანდრაიზინგი არის ძალიან გართულებული“.