„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს, მათი ქმედებები გაჟღენთილია ლობიზმითა და ორმაგი სტანდარტებით - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.

როგორც კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ევროპის სახალხო პარტია“ ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმს ეწევა.

„ეს ის პარტიაა, რომელმაც კონფერენციაზე კრიმინალ სააკაშვილს სკამი დაუდგა. ეს პარტია ჯერ „ნაცმოძრაობის“ ლობიზმს ეწეოდა, ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობისას“ ეწევა. გასაგებია, რომ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტია“ დიდია და მასში ბევრი პარტია ერთიანდება, მაგრამ იმ გზას აგრძელებენ, რაზეც იდგნენ. „ნაცმოძრაობის“ მიმართ როგორი ლობიზმით გამოირჩევიან, კარგად გვახსოვს. მათ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს, რადგან მათი ქმედებები გაჟღენთილია ლობიზმით და იმ ორმაგი სტანდარტებით, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან მოედინება“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ვალენსიაში, ყრილობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.