როგორი ამინდი იქნება 29 დეკემბრამდე - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1735143657
ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
როგორც მომხსენებელმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განაცხადა, კანონპროექტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოების მართვას განახორციელებს ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების მართვა განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი დეპარტამენტის მიერ, რომელიც ჩარეული არ იქნება ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრის ან რეგულაციის დადგენის საკითხებში.
დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, შემოთავაზებული ცვლილებებით, ქონების სააგენტოს უჩნდება უფლებამოსილება მის მართვაში მყოფ ენერგეტიკულ საწარმოებში შექმნას სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებში აუცილებლად უნდა შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო.
„ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განესაზღვრა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულება და ენერგეტიკული გაერთიანების მხრიდან, განცალკევების მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული მოდელი შეირჩა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.