ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. ვებ გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო დეტალია.
ჩამოთვლილია კონკრეტული ორგანიზაციები და სოლიდური თანხა, რომელიც ამ ორგანიზაციებს ჩაერიცხათ, ან მომავალში ჩაერიცხებათ. მათ შორისაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. როგორც ირკვევა, საქართველოში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოწინააღმდეგე ამ ორგანიზაციას უკვე მიღებული აქვს 967.343 ევრო. ამავე ოდენობის თანხაზე აქვს ევროკომისიას დადებული კონტრაქტი „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“.
ოპოზიციის მოკავშირე აქტივისტის, ბაია პატარაიას „საფარი“ კი, კონტრაქტის მიხედვით, 900 ათას ევროს მიიღებს. ორი მილიონის ღირებულების კონტრაქტია დადებული „სამოქალაქო საზოგადოების“, იგივე „სოროსის ფონდთან“.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 750 ათასს მიიღებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. 31,947 აქვს მიღებული „ჩაიხანას“ და კონტრაქტის მიხედვით მიიღებს 532,117 ევროს.
ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ორგანიზაციებისა, რომლებთანაც ევროკომისია თანამშრომლობს და სოლიდურ თანხებს ურიცხავს. მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე უკვე დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებს სახელისუფლებო გუნდი, იმისათვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ხმარდება თუ არა ეს თანხები გათვალისწინებულ და საჯაროდ გაცხადებულ მიზნებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო დროს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, მათ შორის ფარას ანალოგიც, არის სწორი ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.