1746007492
ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება - რობერტა მეცოლა

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ის ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება.
„ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი ხმა. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, - წერს მეცოლა.