1734811100
ევროპარლამენტარი: როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება დარღვეული კავშირების აღდგენა, გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება დარღვეული კავშირების აღდგენა, გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა მიზანი აქვს ევრო დეპუტატების ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რადგან ყველას უჩნდება კითხვა თუ ვისი დაკვეთით მოქმედებენ ის ადამიანები, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოზე.
„საქართველოში ზოგიერთი პარტია აფილირებულია ევროპულ პარტიებთან. მათ ყველას ე.წ. პრეფერენციები გააჩნიათ. ევროპარლამენტარების უმრავლესობა სიმპათიებით არის განწყობილი ოპოზიციური პარტიების მიმართ საქართველოში. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ დემოკრატიული არჩევანი ეს არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი. მოსახლეობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არჩევნებზე და არ მისცეს საშუალება უცხოურ ძალებს, ჩაერიონ შიდა საქმეებში და კიდევ უარესი, არ მიაღწიონ დესტაბილიზაციას საქართველოში გარედან. ეს არის ძალიან ცუდი სტრატეგია ევროკავშირის მხრიდან.
ევროკავშირი უნდა ახდენდეს კონცენტრაციას თანამშრომლობაზე ნებისმიერ არჩეულ ძალასთან საქართველოში, რომც არ მოსწონდეთ ეს პარტია. თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეს არის ორმხრივი ინტერესის საგანი, ეს არის ნათელი არჩევანი საქართველოს მოსახლეობის, რომელსაც სურს ევროპული მომავალი და ევროკავშირის ინტერესებშიც არის საქართველოსთან თანამშრომლობა მიუხედავად ჩარევისა შიდა პოლიტიკაში და არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა. როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება დარღვეული კავშირების აღდგენა, გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მე ამას მაქსიმალურად დავუჭერ მხარს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.