სეტყვა თბილისში - ნახეთ, კადრები
1745321635
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, პარიზში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ის მხარეს გააცნეს ის საკითხები, რომლებიც არ შეიძლება იყოს დათმობის საგანი უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის.
„ჩვენი მიზანია, დავიცვათ ფრანგული ინტერესები და ევროპული უსაფრთხოება. ეს არის იმის მიზეზი, რომ როცა აშშ იღებს გადაწყვეტილებას, გამოვიდეს შუამავლის როლში, ჩვენ გვსურს, მათ იცოდნენ, სად გადის ჩვენი წითელი ხაზები“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად რას თვლის უკრაინისთვის „წითელ ხაზებად“.
ბარო ასევე მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ინიცირებული „სააღდგომო ზავი“ იყო მარკეტინგული ოპერაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნდობის მოპოვება.
„სააღდგომო ზავი, რომელიც პუტინმა გარკვეულწილად მოულოდნელად გამოაცხადა, იყო მარკეტინგული ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო ტრამპის თავშეუკავებლობისა და განრისხების პრევენციისკენ“, – განაცხადა ბარომ.