„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ექსპერტი დავით ჩიხელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქართველი ხალხის არჩევანის გადამოწმების უფლება არავის აქვს!
ჩიხელიძის შეფასებით, ინფორმაცია დიდი ალბათობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის გადაცემული, რაც ტექსტის ავტორთა მიკერძოებულობას ნიშნავს.
მისივე თქმით იმისთვის, რომ საკუთარ მცირერიცხოვან აგენტურას დაეხმარონ, ცდილობენ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიონ, ეს უკმაყოფილება ხელისუფლებისკენ მიმართონ და ამით ქუჩაში გამომსვლელების რიცხვის ზრდაში დაეხმარონ გაკოტრებულ ქართულ ოპოზიციას და ლიბერფაშისტურ ენჯეოებს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე წარმომადგენელი, საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ქართველი ხალხის არჩევანის გადამოწმების უფლება არავის აქვს!
განცხადების ტექსტს აშკარად ეტყობა, რომ ავტორები სიტუაციას ადგილზე არ გაეცნობიან, ისინი უბრალოდ მიწოდებული ინფორმაციის გამტარები არიან, ინფორმაცია დიდი ალბათობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის გადაცემული,რაც ტექსტის ავტორთა მიკერძოებულობას ნიშნავს.
აბსურდული მოთხოვნების ავტორები არიან ცინიკოსების დაჯგუფება, რომელიც ცდილობს საქართველოში გადატრიალების ხელშეწყობას. წარმოიდგინეთ, ესენი,საკუთარი ვერსიით არიან ქართველი ხალხის მოყვარულები და მხარდამჭერები და ახლა აღშფოთდნენ რომ ამ ხალხს ვიღაცამ თითქოს არჩევნები მოჰპარა.აქ რა ლოგიკაში ჯდება ამავე ხალხს შეუზღუდო უვიზო რეჟიმი ანუ დასაჯო? მაგრამ ყველაფერი საკუთარ ადგილას დგება, თუ რეალობას დავინახავთ - იმისთვის რომ საკუთარ მცირერიცხოვან აგენტურას დაეხმარონ, რომლების აქციებზეც ხალხი არ დადის, ცდილობენ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიონ, ეს უკმაყოფილება ხელისუფლებისკენ მიმართონ და თან ეს თავისი მხრიდან ცინიკურად მონათლონ ქართველი ხალხის მხარდაჭერად და ამით ქუჩაში გამომსვლელების რიცხვის ზრდაში დაეხმარონ გაკოტრებულ ქართულ ოპოზიციას და ლიბერფაშისტურ ენჯეოებს“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911