1692302192
ევროკავშირის მხრიდან ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ, ახლა მანიპულაციის საშუალება ვიზალიბერალიზაციაა, ქართული საზოგადოება ამას კარგად ხვდება - მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მსგავსად, ვიზალიბერალიზაციის საკითხიც ევროკავშირის მხრიდან მანიპულაციისთვის გამოიყენება.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხრიდან ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ და მანიპულაციებისთვის. ახლა მანიპულაციის საშუალება ვიზალიბერალიზაციაა. ის საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, არ დაგვირღვევია. შესაბამისად, ზოგადად რატომ დგება ეს საკითხი, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დღის წესრიგში? იმიტომ, რის გამოც კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა დგებოდა. ყველა მონაცემით, მოლდოვაზე წინ ვიყავით, მაგრამ სტატუსი მას მისცეს. ე.ი. მანიპულაციის საშუალება იყო.
ქართული საზოგადოება ამას კარგად ხვდება. ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ ეს ორივე მხრიდან მეგობრული ჟესტია და თუ შენ სახმალაოდ და სანქციების დასადებად იყენებ უვიზო მიმოსვლას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი? გაგახსენებთ ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებს უსამართლოდ ექცევა. რატომ გვიკვირს, რომ ევროკავშირის ის ბიუროკრატია, საქართველოს უსამართლოდ ექცევა?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.