ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1750099867
ე.წ. ოპოზიციის ან თუნდაც ოპოზიციური მედიების დაკვეთით ჩატარებული არაერთი კვლევა გვინახავს. ამ კვლევების სიზუსტესა და ავთენტურობაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულია, რადგან მერამდენე არჩევნებია, საპარლამენტო იქნება, თუ თვითმმართველობის, ყველა ვხედავთ იმ შედეგებს, რა შედეგიც დგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.
„ეს კვლევა ძირითადად, გათვლილი იყო თავიანთ შიდასამომხმარებლო ბაზარზე და კიდევ რაღაც დონის ამომრჩეველზე, რომ რეალურად დაეტესტათ ის განწყობები, იმ ორი დანაყოფის, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ამ ორი დანაყოფის მზაობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ვხედავთ, წვალობენ, როგორმე თვითმმართველობის არჩევნებში შემოიძურწონ. ვეტყოდი მათ და მათ პატრონებს, რომ ნუ წვალობეn, პირდაპირ მისცენ დავალება თხივე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა და მეათეჯერ გამანადგურებელი შედეგით დამარცხდნენ თვითმმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში. დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ ერთხელ და საბოლოოდ, როგორც ეს აგენტურული დანაყოფები, ასევე მათი პატრონები რეალურად მიხვდებიან, რა არის საზოგადოების დაკვეთა ამ აგენტებთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.