ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს - რას გვირჩევენ ექიმები
1741940524
საქართველოს პარლამენტში დღეიდან მასშტაბურ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე იწყებენ მუშაობას.
კანონპროექტი, პირველი მოსმენით, თავდაპირველად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გადის.
"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა პროპაგანდისტულია.
"ამ ვითარებაში, "ქართული ოცნებისგან" არავითარ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ ველი. მგონია, რომ ეს არის პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება კონკრეტული ადამიანების გაშავებასა და ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების, რომლებისთვისაც ეს არის განსაკუთრებით სენსიტიური პრობლემა, გულის მოგებას", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
"სტრატეგი აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, აღნიშნულ რეფორმას ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მასიურ გაყიდვაში ბრალს "ქართულ ოცნებას" დებენ.
"ეს ყველაფერი არის ფარსი იმიტომ, რომ ადამიანები ხელს ადებენ სწორედ "ქართულ ოცნებას" იმაში, რომ დღეს მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობა მიდის აბსოლუტურად ყველა უბანში. ეს არის ადამიანების მოტყუება, მეტი არაფერი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.