ეს ქალბატონი იქცა ჩვეულებრივ ფაშისტად ისეთ განცხადებებს აკეთებს. ახლა სცენიდან სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს, კონტრპროდუქტიულია და ამასაც ვერ ხვდებიან - ლევან მაჭავარიანი რასა იუკნევიჩიანეზე

ლევან მაჭავარიანი

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს აქციაზე გუშინდელ გამოსვლას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობის ლიდერების თქმით, იუკნევიჩიანე შეუფერებელ განცხადებებს აკეთებს და ცხადად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

"ეს ქალბატონი იქცა ჩვეულებრივ ფაშისტად, ისეთ განცხადებებს აკეთებს. ახლა სცენიდან იქ მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქალბატონი ბატონი სააკაშვილის ძველი მეგობარია და შესაბამისად, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარია. კონტრპროდუქტიული არის და ამასაც ვერ ხვდებიან. როდესაც ჩამოჰყავდათ იქ ბატონი როთი, შემდეგ სხვა დელეგაციები, იგივეს აგრძელებენ. ან ვერ ხვდებიან ან ტვინი არ ჰყოფნით ან კომპეტენცია ან რაღაც თანხები არის კონკრეტული გადახდილი და ვერ ელევიან, მაგრამ გააგრძელონ ასე, ეს ჩვენთვის დამატებითი მხარდაჭერის საფუძველია", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროდეპუტატმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და განაცხადა, რომ დღეს მმართველი გუნდი ევროპისთვის შეუთავსებელია.