ეს მოცემულობაა, რომელიც შეიქმნება მას შემდეგ, რაც მაგრად მოვიგებთ არჩევნებს, გადავამტვრევთ ამ აგენტურულ ოპოზიციას და გაქრება ცუდი ინტერესები გაქრება საქართველოს მიმართ - მდინარაძე პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე

მამუკა მდინარაძე

ეს მოცემულობაა, რომელიც შეიქმნება მას შემდეგ, რაც მაგრად მოვიგებთ არჩევნებს და გადავამტვრევთ ამ აგენტურულ ოპოზიციას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რომ როდესაც ისმის განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ საჭიროა ურთიერთობის გადატვირთვა პარტნიორებთან, საინტერესოა როგორ აპირებს ამას, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება.

„ჩვენ ხომ დიდი სურვილი გვაქვს ამის [გადატვირთვის] და სურვილიც რომ არ გვქონდეს, ეს მოცემულობაა, რომელიც შეიქმნება მას შემდეგ, რაც მაგრად მოვიგებთ არჩევნებს და გადავამტვრევთ ამ აგენტურულ ოპოზიციას. როდესაც კიდევ უფრო დალაგდება და გადაიტვირთება და ცუდი ინტერესები გაქრება საქართველოს მიმართ და ეს მოხდება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა მდინარაძემ.