ეს ხალხი იმ ძალების წარმომადგენელია, რომელსაც სურს აქ რაღაც პროვოკაცია მოხდეს. მოვისმინეთ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ახსენა სისხლისღვრა. რეალურად ამ ხალხის მიზანი არის არა აქცია და პროტესტი, არამედ პროვოკაცია - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„ეს ხალხი არის იმ ძალების წარმომადგენელი, რომელსაც სურს, რომ აქ რაღაც პროვოკაცია მოხდეს. ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ახალგაზრდის, წამოცდენასაც ვერ დავარქმევ, მერე რაღაც შეარბილა, ახსენა სისხლისღვრა და ა.შ. რეალურად ამ ხალხის მიზანი არის არა აქცია და პროტესტი, არამედ ის, რომ მოახდინონ პროვოკაცია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმართება იმ უცხოური გარე ძალებისგან, რომელსაც საქართველოში არეულობის შემოტანა სურთ.

„ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის მორიგ ჯერზე, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ აი ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი, ე.წ. ლიდერები რადიკალური ოპოზიციის ერთი-ერთში ასრულებენ იმ უცხოური ძალების დავალებებს, სადაც რეალურად უკვე გადატვირთვები დაიწყო. მათ შორის ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ, ასევე, ევროპული საზოგადოების უმრავლესობამ გლობალური ომის პარტიას უთხრა უარი და დაწყებულია გადატვირთვა, თუმცა აქაურ, ლოკალურ ომის პარტიას არ ეშველა არაფერი. გარდა ერთისა, რომ მათივე ამომრჩეველმა დაინახა, რომ ისინი ემსახურებიან უცხოურ ძალას, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.