„ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო...“ - ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა
1752782002
ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ - კენჭისყრაზე შესწორებების ნაწილს ევროდეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. რეზოლუციის სრული ვერსია მოგვიანებით გამოქვეყნდება. ანგარიში სახალხო პარტიის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა. დოკუმენტში ისმის მოწოდება სანქციებთან, ახალ არჩევნებთან, მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული.
მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტსა და ევრობიუროკრატების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ ეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა.
"ამ რეზოლუციას არანაირი მნიშვნელობა, სამართლებრივი საფუძველი ან ვალდებულება, რომ კომისიისთვის ან სხვისთვის არ არის, მაგრამ რასაც აკეთებენ ხშირად, არის ხმაური. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო წარმოსახვითი რეალობის შესახებ დებატები, რომელშიც უხვად იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები, შეფასებებით, ტყუილებით ხშირად, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ და ბუნებრივია, ამ რეზოლუციის წონა, მნიშვნელობაც რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მცირდება. შემდეგ ნუ გაუკვირდებათ, რომ ხშირად ჩვენც განსაკუთრებულ წონას არ ვანიჭებთ ხოლმე მსგავს დოკუმენტებს, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს. ჩვენ, როგორც ევროკომისიას, ასევე კრიტიკულად განწყობილ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, რომ, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, პატარა ბავშვებივით ნუ გაიბუტებიან, დავსხდეთ მაგიდის გარშემო, ყველამ გაუსწოროს რეალობას თვალი“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.