ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეებთან ერთად უკვე იკრიბებიან მინისტრებიც, რომლებიც საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან. უკვე ადგილზეა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ყველას ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას. ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ემოციური დღე, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი თითოეული ქართველის ვალია, იმისათვის, რომ ის, რაც მოვიპოვეთ შევძლოთ დავიცვათ, შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა და ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორზეც უოცნებიათ ჩვენს წინაპრებს, ვოცნებობთ ჩვენ და როგორიც გვინდა რომ იყოს ჩვენი შვილებისთვის,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.