ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
საფრანგეთის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაურთო ბაია პატარაიას კომენტარი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ასევე გამოაქვეყნა 6 მარტს "საფარის" ოფისში საფრანგეთის ელჩის სტუმრობის ამსახველი ფოტო.
"ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს, რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბაია პატარაიას სტატუსს ეხმაურებიან - გიორგი ვოლსკის თქმით, ეს არის "ნაცმოძრაობის" ბანდის ხასიათი.
"ეს არის "ნაცმოძრაობის" ბანდის ხასიათი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი არის ბაია პატარაია თავისი უზრდელური და უწმაწური გამონათქვამებით ცნობილი ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ გამოდის - მაკა ბოჭორიშვილის, როგორც ქალბატონის წინააღმდეგ, თუ როგორც ქალბატონის, თუ ადამიანის, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, მაგრამ ქალთა კვოტირებაზე მოსაუბრე ადამიანი, ქალის მიმართ რომ ასე ილაშქრებს, ეს წარმოადგენს თაღლითურ სურათს და შემაძრწუნებელი ფაქტია ის, რომ საფრანგეთის ელჩი უჭერს მხარს და შენიშვნაც არ აქვს იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც ისინი აფინანსებენ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.