1740245734
ეს არის აგრესიული, კარგად დაფინანსებული, მარიონეტული ჯგუფი, რომელმაც ახლა ასეთი მითითება მიიღო - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით დაწყებულ ანტიამერიკულ კამპანიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის აგრესიული, კარგად დაფინანსებული, მარიონეტული ჯგუფი, რომელმაც ახლა ასეთი მითითება მიიღო.
“ეს არის მარიონეტული ჯგუფი საკმაოდ აგრესიული, კარგად დაფინანსებული, რომელმაც ახლა ასეთი მითითება მიიღო. ჩვენთვის ეს არის არა ოპოზიცია, თუნდაც რადიკალური ოპოზიცია, არამედ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა აგენტურული ჯგუფი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რადიკალური ოპოზიციის ანტიამერიკული კამპანია გრძელდება. მეორე დღეა თეთრი სახლის ლიდერი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია.