„არასეზონურ სიცხეს არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს..." - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
1742207885
ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს იყენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიანთი ჭკუით დასაჯონ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ეს არ არის სასამართლო, ეს არის ცირკად ქცეული შენობა, სადაც ყველაფერია სიმართლის გარდა, სადაც სიტყვა სამართალი არის სრულიად შეუსაბამო და უბრალოდ აღარ არსებობს ის. ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ვიცით და სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს იყენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიანთი ჭკუით დასაჯონ.
მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ რუსეთს არ გადააბარა, იმისთვის, რომ სწრაფი ტემპით ატარა დასავლეთისკენ, ქვეყანა აქცია მსოფლიოსთვის ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, მოსპო კორუფცია და რომელ ერთ სიკეთეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.