პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეს ადამიანები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი, - განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის ქმედებების კომენტირებისას.
მისი თქმით, ეს ადამიანები მოქმედებენ ღიად, პირდაპირ, მოღალატეობრივად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ქვეყნის იმიჯის გაშავებისა და რაც ყველაზე უფრო მძიმეა სუვერენიტეტის გაუქმებისკენ - თითქმოს უცხოეთიდან ვინმემ არჩევნები უნდა ჩაატაროს საქართველოში, გამოძიება დაიწყოს ან ხელისუფლება დანიშნოს.
„ეს ყველაფერი საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არ უნდა გაუკვირდეს იმიტომ, რომ როდესაც ღიად ასეთ რამეებს აკეთებენ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა კულისებში. კრახი არ ვიცი, მაგრამ ჩაფლავება ნამდვილად არის, შეიძლება ვიკამათოთ იმასთან დაკავშირებით კრახია თუ ჩაფლავდნენ, ყოველთვის ჩაფლავდებიან ეს ადამიანები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა გორდულაძემ.