ერთობა, სიყვარული, მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ერთმანეთის პატივისცემა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია

გაბუნია

ერთობა, სიყვარული, მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ერთმანეთის პატივისცემა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ბოლნისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე.

„რეგიონში გზავნილია - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, სიყვარულით, ერთობით, დამოუკიდებლობით ევროპისკენ! ერთობა, სიყვარული, მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ერთმანეთის პატივისცემა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ხალხსაც ყოველთვის ვუზიარებ ჩემს პოზიციას“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება ბოლნისშიც მიმდინარეობს. მაყურებლის განწყობაზე ზრუნავენ რეზო და ბავშვები, რომა რცხილაძე და მარიამ მამისმედიშვილი. მუსიკოსები მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.