ისრაელმა თეირანში მდებარე ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა
1750089649
პერ ეკლუნდი, თუ სწორად მახსოვს, 2009 წელს იყო ევროკავშირის ელჩი, რომელიც შემდეგ გახდა NDI-ს დირექტორი. საქართველოში არაერთხელ ჩამოსულა NDI-ს დირექტორის რანგში და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, ერთი გაებედა ვინმეს და ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები, პასუხს მოსთხოვდნენ არა ბრიუსელიდან, არამედ ვაშინგტონიდან და ძალიან მკაცრად აუწევდნენ ყურს.
„2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ევროკავშირმა დაიქირავა ესტონეთის ყოფილი ელჩი, ჩამოიყვანა საქართველოში. მას უთხრეს, ეგეთი სტატუსი მისცეს, რომ ის არის სახალხო დამცველის მრჩეველი და თვითონ ეს კაცი კვდებოდა სიცილით, რომ მე ერთადერთი ფუნქცია მაქვს, რომ მე ვარ სახალხო დამცველის დამცველი. პერ ეკლუნდმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს კაცი თქვენს ოფისში ზის იმიტომ, რომ სპეცრაზმით არ შემოვარდეს სააკაშვილიო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ერთი გაებედა ვინმეს და იმავე ტიპის განცხადებები გაეკეთებინათ, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები. მათ პასუხს მოსთხოვდნენ არა ბრიუსელიდან, არამედ ვაშინგტონიდან და ძალიან მკაცრად აუწევდნენ ყურს. ამიტომაც, პირად საუბარში, შეიძლება, ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ მსგავს რამეს ხმამაღლა არ ამბობდნენ. ვერ ბედავდა ვერავინ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.