დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
ერთ-ერთი გამორჩეული წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს, სწორედ ჯანდაცვის მიმართულება გახლავთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, ჯანდაცვის სისტემის ყურადღების ცენტრში დადგა პაციენტი და იქიდან მოყოლებული ჩანს ამ მიმართულებით რამხელა დაფინანსება, ყურადღებაა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესება, დახვეწა, განვითარება არის ის დაპირება, რასაც ალბათ ყველაზე მეტად ელოდება საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან. ერთ-ერთი გამორჩეული წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს, სწორედ ჯანდაცვის მიმართულება გახლავთ. ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და ის გრანდიოზული გეგმა, რომელიც უკავშირდება ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდგომ განვითარებას, სწორედ ამ დიდი გეგმის ნაწილი გახლავთ. ყველა საჭიროებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება აქტუალური, შევეცდებით რელევანტური პასუხი გვქონდეს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.