პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხთა შორის იყო ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმართა მდგომარეობის განხილვა და ოკუპანტი ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები.
საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 5 და მოქალაქეთა უკანონო დაკავების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე რჩება.
ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა თებერვალში გაიმართება.