სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ამ პროცესის არსი გარკვეული მესიჯების გაგზავნაა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ელენე ხოშტარიასა და გედი ფოფხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, შიმშილობის აქციის შედეგად არაფერი შეცვლილა, ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას.
„ელენე ხოშტარიას ან გედი ფოფხაძეს გულში რა აქვთ, არ ვიცი, ამას ვერ გაიგებს ვერავინ, რთული ამოსაცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, თავი დაანახეს, გერმანიის ელჩი ისტუმრეს. რეალურად კი არაფერი შეცვლილა, ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ პროცესის არსი, მე მგონი, არის გარკვეული მესიჯების გაგზავნა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.