„ჩემო მფარველო ანგელოზო... მე შენ ყოველთვის მეყვარები“ - მარიამ მდივანი ძმას ემშვიდობება
1746102252
ეკონომიკური პროცესები მოქალაქეების კეთილდღეობას უკავშირდება, ამ პროცესების ზიანზე საუბარი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური პროცესები არის მგრძნობიარე და არ უკავშირდება ერთი კონკრეტული ჯგუფის წარმატებას ან წარუმატებლობას.
„ცალსახად ამაზე მარტივი პასუხია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკური პროცესები თავის თავში გულისხმობს კონკურენციას, შეჯიბრებითობას, სხვადასხვა საკითხზე პოლემიკას. თუმცა ვფიქრობ, ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და არსებობს მორალური შემზღუდავი ფაქტორები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე. ასეთი ერთ-ერთი არის ეკონომიკური პროცესები. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე. ეს არ არის კონკრეტულად ერთი ჯგუფის წარმატება ან წარუმატებლობა, ეს არის მოქალაქეების კეთილდღეობასთან პირდაპირ დაკავშირებული. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან.
ხშირ შემთხვევაში უარყოფით განცხადებებს ვისმენთ პოლიტიკოსების მხრიდან, თორემ, რა თქმა უნდა ჩვენ სამართლიანი კრიტიკისა და შეფასებებისთვის მზად ვართ იმ ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგნენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს, აქვთ განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით. ამიტომ, პრემიერის განცხადება, ვფიქრობ, იყო ძალიან მკაფიო, საზოგადოებისთვის ალბათ გასაგები. საზოგადოებამ შეიძლება, თვითონ შეაფასოს. რეალობა ერთია და განცხადებები და პროგნოზები პოლიტიკოსების, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი მოსახლეობისთვის არ სრულდება, განსხვავებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.