მძიმე ავარია მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე - დაღუპულია ცოლ-ქმარი
1759219308
2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, მეორე კვარტლის ზრდა 7.3%-ს გაუტოლდა, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5%, ხოლო აგვისტოში 6.6% შეადგინა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2025 წლის აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 9.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4,632 ერთეულს გაუტოლდა.
“2025 წლის აგვისტოში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის; განათლების; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; ჯანდაცვის; ენერგეტიკის; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის სექტორებმა.
იანვარ-აგვისტოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის იანვარ აგვისტოში ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა, 2024 წელს საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.