ეკა სეფაშვილი: ბარიერგადალახული პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში წვრილ-წვრილ პარტიებს ეძლევათ მეტი საშუალება, რომ გამოჩნდნენ

ეკა სეფაშვილი

როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ვნახეთ, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია იყო დარეგისტრირებული. მაგრამ, რეალობა არის ის, რომ ამ პარტიებს უწევთ ისეთ პარტიებთან კონკურენცია, რომლებსაც უცხოური ძალები უხვად აფინანსებენ და გარდა ამისა, მედია მხარდაჭერით სარგებლობენ, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ბარიერგადალახული პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში წვრილ-წვრილ პარტიებს ეძლევათ მეტი საშუალება, რომ გამოჩნდნენ

„მხოლოდ მსხვილ პარტიებს აშუქებს მედია. იმ წვრილ-წვრილ პოლიტიკურ პარტიებს კი, რომლებიც საქართველოს სინამდვილეში არსებობენ, არავინ არ აშუქებს. შესაბამისად, ბარიერგადალახული პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ან პასიურობის შემთხვევაში, წვრილ პარტიებს ეძლევათ მეტი საშუალება, განსაკუთრებით, ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებში, რომ გამოჩნდნენ. იმიტომ, რომ აქ ქვეყნის მასშტაბით საერთო სახალხო მხარდაჭერის მიღებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობაზე“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.