Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს - გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
1751316633
„გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ძალიან უხარია, რომ ოპოზიცია "გირჩს" საერთოდ არ ახსენებს, რადგან მათი მიზანია, რომ "ამ კლოუნადას" გაემიჯნონ და ხალხს "გირჩი" სხვა ოპოზიციურ პარტიაში არ შეეშალოს.
როგორც ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ქართული პოლიტიკური სპექტრი სულ სამ ნაწილად იყოფოდა - "ნაციონალურ მოძრაობად", "ქართულ ოცნებად" და "გირჩებად". მისი განმარტებით, მათ არ უნდათ, რომ რომელიმე მხარეს მიაკუთვნოს საზოგადოებამ.
„მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ საერთოდ არ გვახსენებენ. მე არ ვარ ოპოზიცია და ეგენი არიან ხომ ოპოზიცია? ჩვენ ზოგადად გვინდა, რომ ამ კლოუნადას გავემიჯნოთ და რაღაცნაირად გვინდა, რომ ხალხს ამათში არ შევეშალოთ. ეს ჩვენი მთავარი მისაღწევი ამოცანაა, რადგან ხალხი ხშირად ყველას ერთი და იგივე ქვაბში ზელს. ეს ჩვენ არ გვაწყობს. რა საგიჟეთსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ამ ფონზე, მე საერთოდ არ მინდა ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს ვინმეში შევეშალოთ. ჩვენ ვამბობდით, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სულ სამად იყოფოდა - "ქოცები", "ნაცები" და "გირჩები". მართლა ასე გვგონია, არ გვინდა ვიყოთ "ქოცების" ნაწილი, არ მინდა იმ ესთეტიკის ნაწილი ვიყოთ, რაც პარლამენტშია. არ მინდა იმ "პადხალიმობის" ნაწილი ვიყო, რაც "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა მიიღო არჩევნების შედეგად. მეორე მხარემ აირჩია ის, რაც გუშინ მოხდა. შიმშილობა, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს დამთავრდა, ოპოზიციონერის შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ და ნახევარი ოპოზიციონერი დაჭერილი... მე საერთოდ ვერ ვხვდები [ოპოზიციაში] ვის რა მიზანი აქვს. ზოგადად, არ შეიძლება ამის პროგნოზირება, რაც არ უნდა მიზანი ყოფილიყო, ეს ხომ მიღწეული არ არის, არაფერს სერიოზული სახე არ აქვს. ხალხი შიმშილობს, შიმშილობის შინაარსი შეიძლება იყოს მე სიკვდილისთვის მზად ვარ აქტი და ეს აქტი ხდება სასაცილო. პატიმრობა, თუნდაც 8 თვით, ხომ ნებისმიერი ადამიანისთვის სერიოზულია და ესეც თითქოს მოსახლეობის გასართობ აქტად იქცა, თითქოს ხალხი ზეიმით შედის ციხეში. თითქოს ვიმარჯვებთ და თან ციხეში შევდივართ. როგორ შეიძლება არ გადაიაზრო, რა მდგომარეობაში ხარ და ამ მდგომარეობის ადეკვატურად მოიქცე", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.