,,სამწუხაროდ, ამას ყველა გავიგებთ...” - რა იწინასწარმეტყველეს ქეთი ეგიდუნაშვილზე
1750682016
ძალიან ბევრი ხალხი მოდის საარჩევნო უბნებზე, რაც ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხმის მიცემა. ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად და მარტივად, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანალიტიკოსმა ფანი ლაჩკომ.
„ძალიან პროფესიონალები არიან და საზოგადოებას არ უჭირს ხმის მიცემა, სამართლიანად და დემოკრატიულად“, - აღნიშნა ლაჩკომ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.