1758051983
დიმიტრი ცქიტიშვილისა და „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო

გიორგი გახარიას პარტიიდან თანამოაზრეების გადინება გრძელდება. ამჯერად დიმიტრი ცქიტიშვილისა და „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო. ამის შესახებ განცხადებას ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი თქმით, წასვლის მიზეზი ფუნდამენტური განსხვავებაა არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
„მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობროვი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ“, - წერს ცქიტიშვილი.