„დიფ სთეითის“ კონკრეტული განმარტება არსებობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას აქვს სხვა აღქმა - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას ოფიციალური თბილისის შეფასება და პოლიტიკური დისკუსიის თემაა.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ვრცელი ტექსტით გამოეხმაურა გამოძიებას. როგორც ირაკლი კობახიძე წერს, შტატების დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ობამას მიერ იყო გამოგონილი და ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია "დიპ სტეიტის" მიერ იყო დაგეგმილი.

"ქართული ოცნებისთვის" ეს არის დასტური არაფორმალური გავლენების და იმ მანიპულაციების, რომელზეც აქამდე საუბრობდნენ. განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციაში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, შტატების მთავრობის წარმომადგენლები "დიფ სთეითზე" სრულიად განსხვავებული შინაარსით საუბრობენ და ეს არ არის კავშირში გლობალური ომის პარტიის ნარატივთან.

"დიფ სთეითის" კონკრეტული განმარტება არსებობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას აქვს სხვა აღქმა. მოსაზრება გლობალურ და ლოკალურ ომის პარტიასთან დაკავშირებით არავითარ კავშირში არ არის იმ განცხადებებთან, რაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება, ეს არის მარტივი მანიპულაცია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.