დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.

ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ, 24 სექტემბერს ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, გერმანიის ელჩს განემარტა, რომ, ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.