1732172400
დღის წესრიგში იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება - შალვა პაპუაშვილი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სასესიო კვირაზე
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩაინიშნება, სადაც დეპუტატების მანდატებს აღიარებენ მოხდება, მიმდინარე სასესიო კვრის განმავლობაში, პრეზიდენტის არცევის თარიღი ჩაინიშნება, ამავე კვირას უნდა მოხდეს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება.
პაპუაშვილის თქმით, მომავალ კვირას საქართველოს ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან ერთად, სრულად ფუნქციონირებადი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ეყოლება.
"ჩვენ კვირის განმავლობაში დღის წესრიგში იქნება ერთი - პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა, როგორც იცით პარლამენტმა უნდა ჩანიშნოს არჩევის თარიღი და ასევე ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, სამთავრობო პროგრამასთან ერთად. შესაბამისად, ჩვენ მომავალ კვირას პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას და მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება სრულად როგორც ფუნქციონირებადი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ისე ახლად დამტკიცებული მთავრობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.