დღევანდელი დღის გეგმაა რუსთაველზე შევიკრიბოთ და ვიყოთ ჩვენს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, გვერდში დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც ჩვენს აზრზეა - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, რუსთაველზე აპირებს. მათი განცხადებით, ისინი საღამოს პარლამენტთან შეიკრიბებიან, მანამდე კი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობებს გამართავენ.

"ჩვენი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი დღის გეგმა არის ის, რომ რუსთაველზე შევიკრიბოთ და იქ ვიყოთ ჩვენს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ასევე, გვერდში დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც ჩვენს აზრზე არის და, რომელიც არ შეეგუება საქართველოში მეორეჯერ 26 მაისის იდეალების მსხვრევას," - აღნიშნა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

"26 მაისს, მარჯანიშვილის მოედნიდან, "ლელო- ძლიერი საქართველო" მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.

მარჯანიშვილის მოედნიდან მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ და გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მთავარი საჭიროებები საქართველოს სახელმწიფოსი და მოქალაქეების. ეს არის დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო," - განაცხადა ”ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.