დედას, რომელიც შვილის გადარჩენის მცდელობისას, დინებამ გაიტაცა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ
1786024940
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ 55%„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%„ლელო“ 4%„ევროპული საქართველო“ 3%„საქართველოსთვის“ 3%„პატრიოტთა ალიანსი“ 2%„ლეიბორისტული პარტია“ 2%„მოქალაქეები“ 1%„გირჩი“ 1%სხვა 5%საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.