დეკანოზი ანდრია: ვუსურვებ საქართველოს კეთილ მომავალს, მშვიდობას და ვუსურვებ, რომ ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ძალიან მყარად ჩვენს ცნობიერებაში

ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისივე თქმით, არჩევნები არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ქვეყნის მომავლისთვის წვლილი შეიტანოს, არჩევანი გააკეთოს და ამ არჩევანის მიხედვით შემდგომ ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს არჩევნებში ბევრი ხალხი მონაწილეობს. ვუსურვებ საქართველოს კეთილ მომავალს, მშვიდობას და ვუსურვებ, რომ ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ძალიან მყარად ჩვენს ცნობიერებაში და მომავალი თაობის ცნობიერებაში“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.