ტრაგედია ,,ერთა ლიგის" ფინალის დროს
1749528843
დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ ოლიგარქიული ოჯახების მიზანი - თუ რისთვის ანადგურებენ ისინი ევროპის კონტინენტს, რისთვის ანგრევენ ეკონომიკას, თუ რატომ ცდილობენ წარმატებული ევროპული ოჯახების ლგბტ-პროპაგანდით, მიგრანტების უკონტროლო შემოდინებით, იაფ ენერგომატარებლებზე წვდომის შეზღუდვით გაღარიბებას და დანგრევას, რასაც ემატება „ქოლ ცენტრებით“ ევროპელი მოსახლეობის ძარცვა: ეს ყველაფერი, კომპლექსურად კეთდება იმისთვის, რომ დაანგრიონ სამშობლოს ცნება, სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური პარტიები გახადონ მართვისთვის უუნარო, რათა შემდეგ სწორედ პარტიები დაადანაშაულონ შექმნილ ვითარებაში, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერილში.
ქართველიშვილის განცხადებით, ოლიგარქიული ოჯახების მთავარი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე დისკრედიტაციაა, ამგვარად მოშლილ და მართვისთვის სრულიად გამოუსადეგარ ქვეყნებში კი, სწორედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსის რიტორიკას განაგრძობენ და იტყვიან, რომ სახელმწიფოს მართვა არსებული მეთოდით არაეფექტურია და კორპორაციული მმართველობა უნდა დაინერგოს, რათა საზოგადოება ნელ-ნელა დაარწმუნონ კორპორაციული მმართველობის ეფექტიანობაში.
„ოლიგარქიული ოჯახების მთავარი მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე დისკრედიტაცია, ამგვარად მოშლილ და მართვისთვის სრულიად გამოუსადეგარ ქვეყნებში კი, სწორედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსის რიტორიკას განაგრძობენ და იტყვიან, რომ სახელმწიფოს მართვა არსებული მეთოდით არაეფექტურია და კორპორაციული მმართველობა უნდა დაინერგოს. სწორედ ილონ მასკი, რომელიც ზაზა შათირიშვილმა ახსენა, იყო „პირველი მერცხალი“, რათა საზოგადოება ნელ-ნელა დაარწმუნონ კორპორაციული მმართველობის ეფექტიანობაში - თავდაპირველად, ამგვარი მმართველობა ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება, რომლის წარმატებაც სხვა ქვეყნებში მოსახლეობას უბიძგებს რევოლუციებისკენ და კორპორაციული მმართველობის დანერგვის მოთხოვნისკენ. ისიც უნდა ითქვას, რომ კორპორაციის მეპატრონეები, სულ 15-მდე ოლიგარქიული ოჯახია, რომელიც აპირებს, მთელი მსოფლიო ჯიბეში ჩაიდოს.“- წერს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, „დიფ სთეითს“ სურს, რომ ადამიანი, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ მონად აქციოს, რომელსაც არც იდენტობა - გვარი და სახელი ექნება, და არც გამრავლება შეეძლება: იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ სამუშაო ძალად.
„შევეცადე, მაქსიმალურად მოკლედ, მარტივად და არგუმენტირებულად გადმომეცა ოლიგარქიული ოჯახების სამომავლო გეგმებისა და მათი მოქმედებების ფორმების შესახებ. ამ ბოროტ ძალას სურს, რომ ადამიანი, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ მონად აქციოს, რომელსაც არც იდენტობა - გვარი და სახელი ექნება, და არც გამრავლება შეეძლება: იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ სამუშაო ძალად.“- წერს დავით ქართველიშვილი.