1736436650
დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო ენუქიძეს შეხვდა.
მხარეებმა სამინისტროებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სახელოვნებო სასწავლებლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.