თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ახობაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1754495156
მოღალატეობა თვალსაჩინოდ გამოიკვეთა იმ წერილით, სადაც ქვეყნისთვის სიკეთეებისა და ბენეფიტების წართმევას ეხვეწება რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, მათთვის სამშობლო არაფერს წარმოადგენს.
„სამწუხაროდ, მოღალატე, უსამშობლო ადამიანები წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას. მათთვის სამშობლოს ცნებას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საიდუმლოდ წერილი გაუგზავნა, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს.