„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
რადიკალებისგან, ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან მოვისმინეთ, რომ ფარას კანონმდებლობის მიღების შემდგომ, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უძნელდებათ თანხების მიღება რადიკალიზმში დასახარჯად, ისინი ეცდებოდნენ გადაჯგუფებას, გზების გამონახვას იმისთვის, რომ კვლავ რადიკალიზმი და ექსტრემიზმი დაფინანსებულიყო ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ „ფარას“ კანონმდებლობის გამონაკლისის ბოროტად გამოყენებით, ევროკავშირში შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოხდა ამ თანხების მობილიზება.
„მოხდა სწორედ ამ ორგანიზაციის და ამგვარი გზის თანხების გამოყენება, ჩარიცხვა და გადარიცხვა ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ექსტრემიზმს და რადიკალიზმს აფინანსებენ. რომლებიც ცდილობენ ქვეყნის არევას და რევოლუციური უკანონო გზებით რევანშს, აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„იმედის კვირამ“ დიდი ფულის მოძრაობის სქემა გაშიფრა - როგორ შემოდის საქართველოში და ვისზე ნაწილდება ქართული „ფარას“ გვერდის ავლით მილიონობით ლარი.