დავით მათიკაშვილი: ქართველები საქართველოსადმი სიძულვილს საერთაშორისო არენაზე პროპაგანდირებდნენ - ჰელსინკის კომისია დღეს „დიფ სთეითის“ საცეცადაა გადაქცეული

დავით მათიკაშვილი

ჰელსინკის კომისიაზე სალომე ზურაბიშვილის და თინა ხიდაშელის გამოსვლის ფაქტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.

„ქართველები საქართველოსადმი სიძულვილს ასე საერთაშორისო არენაზე პროპაგანდირებდნენ, ამბობდნენ სრულიად აბსურდულ, რაღაც მოვლენებსა და ფაქტებს, რომელსაც ადგილი რეალურად არ აქვს საზოგადოების ცხოვრებაში. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს აქცია, ეს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის ასე ყურადღებითა და გულდასმით მოსმენილი იმ ქვეყანაში, იმ ადამიანების მიერ და იმ სტრუქტურის მიერ, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საბჭოურ პერიოდში, წლების განმავლობაში იყო დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველი - ჰელსინკის კომისია და დღეს არის „დიფ სთეითის“ რაღაც საცეცად გადაქცეული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.