1754511189
დავით მათიკაშვილი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე: ეს ყველაფერი არის საგამოძიებო სტრუქტურების საქმე და ყველაფერი მიმდინარეობს იმ წესით, რა წესითაც სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის დადგენილი

ეს ყველაფერი არის საგამოძიებო სტრუქტურების საქმე და ყველაფერი მიმდინარეობს იმ წესით, რა წესითაც სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის დადგენილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
„ამ განცხადებებიდან ირკვევა, რომ თვითონ დაცვის მხარის მიერ მიწოდებული დოკუმენტებით ჩანს, რომ ამ სახის ექსპერტიზის ჩატარება იყო აუცილებელი. ის ქმედებები, რომელიც საზოგადოებამ იხილა საკუთარი თვალით სასამართლოს დარბაზში თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერმა ცალკეული კუთხით გარკვეული შთაბეჭდილება დატოვა საზოგადოებაზე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პროკურატურის ცნობით, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით.